მარაგში: არის
პროდუქტის კოდი: U191/1021
ოდაბან სპრეი - ჭარბი ოფლიანობის და არასასიამოვნო სუნის საწინააღმდეგო პროდუქცია
ოდაბან სპრეი გამოიყენება სხეულის ნებისმიერი მიდამოს ჭარბი ოფლიანობის დროს: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, საზარდულის მიდამოები, პროთეზირებული კიდურები
შემადგენლობა:
Aluminium Chloride 20%; Dimethicone Copolyol 193-1% ; Ethanol ‘B’ (DEB)
გამოყენების წესი:
ოდაბან სპრეი გამოიყენება ღამით, ძილის წინ. ამ დროს ორგანიზმი ყველაზე მეტადაა მოსვენებული და ოფლის გამოყოფა დაყვანილია მინიმუმამდე, ამიტომ ოდაბან სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს ღამით. ოდაბანის გამოყენებამდე , საჭიროა პრობლემური ზონის დაბანა და კარგად გამშრალება,( სრული სიმშრალის მისაღებად შესაძლებელია თმის საშრობის გამოყენებაც) ამის შემდეგ მივიფრქვევთ ოდაბან სპრეის თითო,მაქსიმუმ ორ-ორჯერ თითოეულ იღლიაზე, მეორე დილას უნდა ჩამოვიბანოთ გრილი წყლით და საპნით.
გამოყენების ხანგრძლივობა:
ღამით, ოდაბან სპრეის მიბკურების შემდეგ, თუ გამოვლინდა წვა და ქავილი, რეკომენდებულია საბავშვო ტალკის გამოყენება. ნუ გამოიყენებთ ოდაბან სპრეის დიდი რაოდენობით, საკმარისია ერთი ან ორი მიბკურება პრობლემურ ზონაზე. ოდაბან სპრეი იღლიის მიდამოზე თავიდან გამოიყენება დღე გამოშვებით ორი კვირის განმავლობაში, შედეგის მიღების შემდეგ გადავდივართ საშუალოდ კვირაში ერთხელ გამოყენებაზე, ხელების და ფეხების შემთხვევაში საჭიროა უფრო დიდი რაოდენობით მოხმარება, ვიდრე სხვა პრობლემური ზონებზე
განსაკუთრებული მითითებები:
• ოდაბან სპრეის მიპკურების შემდეგ, თუ გამოვლინდა წვა და ქავილი,
რეკომენდებულია საბავშვო ტალკის გამოყენება.
• არ გამოიყენოთ ოდაბან სპრეი დღის მონაკვეთში!
• სახეზე ოდაბან სპრეი გამოიყენეთ ბამბის დახმარებით.
• ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.
• არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე!
( ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ).
• ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის
გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ.
ინფორმაცია:
ხელის და ფეხის გულების ჭარაბი ოფლიანობა უფრო რთულად ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე სხეულის სხვა მიდამოები, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი კომბინაცია ხელის გულების შემთხვევაში - ოდაბან ხელის ლოსიონი დღის განმავლობაში + ოდაბან სპრეი ღამე, ხოლო ფეხის შემთხვევაში - ფეხსაცმლის ფხვნილი ფეხსაცმელში ჩასაყრელად და ოდაბან სპრეი ღამე