ოდაბან სპრეი

40

დამატებულია კალათაში

შეკვეთა

ოდაბან სპრეი - ჭარბი ოფლიანობის და არასასიამოვნო სუნის საწინააღმდეგო პროდუქცია

ოდაბან სპრეი გამოიყენება სხეულის ნებისმიერი მიდამოს ჭარბი ოფლიანობის დროს: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, საზარდულის მიდამოები, პროთეზირებული კიდურები

Aluminium Chloride 20%; Dimethicone Copolyol 193-1% ; Ethanol ‘B’ (DEB)

ოდაბან სპრეი გამოიყენება ღამით, ძილის წინ! ამ დროს ორგანიზმი
ყველაზე მეტადაა მოსვენებული და ოფლის გამოყოფა დაყვანილია
მინიმუმამდე, ამიტომ ოდაბან სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს.
ოდაბანის გამოყენებამდე , აუცილებელია შესაბამისი ზონის დაბანა და
კარგად გამშრალება, სრული სიმშრალის მისაღებად შესაძლებელია
თმის საშრობის გამოყენებაც. საკმარისია პრობლემურ ზონაზე ერთი ან ორი
მიპკურება. მეორე დილით საჭიროა დამუშავებული ზონის გრილი წყლით და
საპნით ჩამობანა.

გამოყენების ხანგრძლივობა:


ოდაბან სპრეი თავიდან გამოიყენება დღეგამოშვებით .
შედეგის მიღების შემდეგ მისი მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს
საჭიროებისამებრ, კვირაში ერთხელ, ორჯერ ან უფრო იშვიათად.
ხელის ან ფეხის შემთხვევაში, საჭიროა უფრო ხშირი გამოყენება.
რთულ შემთხვევებში ოდაბან სპრეის გამოიყენება შესაძლებელია
ყოველ ღამე შედეგის მიღებამდე, შედეგის მიღებას შესაძლოა დასჭირდეს
რამოდენიმე დღე ან კვირა.

განსაკუთრებული მითითებები:

• ოდაბან სპრეის მიპკურების შემდეგ, თუ გამოვლინდა წვა და ქავილი,
რეკომენდებულია საბავშვო ტალკის გამოყენება.
• არ გამოიყენოთ ოდაბან სპრეი დღის მონაკვეთში!
• სახეზე ოდაბან სპრეი გამოიყენეთ ბამბის დახმარებით.
• ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.
• არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე!
( ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ).
• ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის
გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ.

ხელის და ფეხის გულების ჭარაბი ოფლიანობა უფრო რთულად ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე სხეულის სხვა მიდამოები, ამიტომ  ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი კომბინაცია ხელის გულების შემთხვევაში - ოდაბან ხელის ლოსიონი დღის განმავლობაში + ოდაბან სპრეი ღამე, ხოლო ფეხის შემთხვევაში - ფეხსაცმლის ფხვნილი ფეხსაცმელში ჩასაყრელად და ოდაბან სპრეი ღამე