პროდუქცია

40

დამატებულია კალათაში

შეკვეთა

ოდაბან სპრეი - ჭარბი ოფლიანობის და არასასიამოვნო სუნის საწინააღმდეგო პროდუქცია

ოდაბან სპრეი გამოიყენება სხეულის ნებისმიერი მიდამოს ჭარბი ოფლიანობის დროს: იღლია, ტანი, ტორსი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, საზარდულის მიდამოები, პროთეზირებული კიდურები

Aluminium Chloride 20%; Dimethicone Copolyol 193-1% ; Ethanol ‘B’ (DEB)

ოდაბან სპრეი გამოიყენება ღამით, ძილის წინ! ამ დროს ორგანიზმი
ყველაზე მეტადაა მოსვენებული და ოფლის გამოყოფა დაყვანილია
მინიმუმამდე, ამიტომ ოდაბან სპრეი უფრო ეფექტურად მოქმედებს.
ოდაბანის გამოყენებამდე , აუცილებელია შესაბამისი ზონის დაბანა და
კარგად გამშრალება, სრული სიმშრალის მისაღებად შესაძლებელია
თმის საშრობის გამოყენებაც. საკმარისია პრობლემურ ზონაზე ერთი ან ორი
მიპკურება. მეორე დილით საჭიროა დამუშავებული ზონის გრილი წყლით და
საპნით ჩამობანა.

გამოყენების ხანგრძლივობა:


ოდაბან სპრეი თავიდან გამოიყენება დღეგამოშვებით .
შედეგის მიღების შემდეგ მისი მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს
საჭიროებისამებრ, კვირაში ერთხელ, ორჯერ ან უფრო იშვიათად.
ხელის ან ფეხის შემთხვევაში, საჭიროა უფრო ხშირი გამოყენება.
რთულ შემთხვევებში ოდაბან სპრეის გამოიყენება შესაძლებელია
ყოველ ღამე შედეგის მიღებამდე, შედეგის მიღებას შესაძლოა დასჭირდეს
რამოდენიმე დღე ან კვირა.

განსაკუთრებული მითითებები:

• ოდაბან სპრეის მიპკურების შემდეგ, თუ გამოვლინდა წვა და ქავილი,
რეკომენდებულია საბავშვო ტალკის გამოყენება.
• არ გამოიყენოთ ოდაბან სპრეი დღის მონაკვეთში!
• სახეზე ოდაბან სპრეი გამოიყენეთ ბამბის დახმარებით.
• ოდაბანის გამოყენება არ შეიძლება გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანზე.
• არ შეიძლება ოდაბანის გამოყენება ახლად გაპარსულ იღლიებზე!
( ეს შესაძლებელია მხოლოდ 24 საათის შემდეგ).
• ცხელი აბაზანის მიღების და საუნაში ყოფნის შემთხვევაში ოდაბანის
გამოყენება ხდება ასეთი პროცედურებიდან ერთი საათის შემდეგ.

ხელის და ფეხის გულების ჭარაბი ოფლიანობა უფრო რთულად ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე სხეულის სხვა მიდამოები, ამიტომ  ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა შემდეგი კომბინაცია ხელის გულების შემთხვევაში - ოდაბან ხელის ლოსიონი დღის განმავლობაში + ოდაბან სპრეი ღამე, ხოლო ფეხის შემთხვევაში - ფეხსაცმლის ფხვნილი ფეხსაცმელში ჩასაყრელად და ოდაბან სპრეი ღამე

45

დამატებულია კალათაში

შეკვეთა

ოდაბანის ფეხის/ფეხსაცმლის ფხვნილი იყრება ფეხსაცმელში

✔აღმოფხვრის ფეხის უსიამოვნო სუნს
✔ინარჩუნებს ფეხის სიმშრალეს მთელი დღის განმავლობაში
✔აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტი
✔აღმოფხვრის უსიამოვნო სუნს ფეხსაცმლიდან

POTASSIUM ALUM,TALC,ZINC OXIDE,ZINC UNDECYLENATE,SILICA,ALCOHOL DENAT,MACROPIPER EXCELSUM LEAF EXTRACT,LEPTOCERMUM SCOPARIUM BRANCH/LEAF OIL,GLYCERIN,AQUA,GLUCOLACTONE,SODIUM BENZONATE

:გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ კოლოფი.ყოველ საღამოს

ოდაბან ფხვნილის თითო-თითო კოვზი მოათავსეთ ფეხსაცმელში ,რომელსაც
მეორე დღეს ჩაიცმევთ.პროცედურა გაიმეორეთ 7-10 დღის განმავლობაში.
ასევე შესაძლებელია ოდაბანის ჩაყრა დანარჩენ პრობლემურ ფეხსაცმელებშიც
მის ჩაცმამდე. შედეგად ფეხი და ფეხსაცმელი გათავისუფლდება უსიამოვნო
სუნისგან 6-8 თვის მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ მკურნალობის
კურსი.

ფეხის უსიამოვნო სუნის შემთხვევაში გამოიყენება   ოდაბან ფხვნილი,რომელიც  აღმოფხვრის ფეხის უსიამოვნო სუნს და აქვს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება

ხოლო ფეხის გულების  ჭარბი ოფლიანობის დროს  საჭიროა კომბინაცია ფეხსაცმლის ფხვნილი ფეხსაცმელში ჩასაყრელად + ოდაბან სპრეი რომელიც გამოიყენება ღამე ძილის წინ. ოდაბან სპრეი ფეხის გულების შემთხვევაში  თავიდან გამოიყენება ყოველ ღამე (არაუმეტეს 15 გამოყენება) , შედეგის მიღების შემდეგ  მისი  მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს საჭიროებისამებრ:  კვირაში 2-ჯერ, 1-ხელ ან კიდევ უფრო იშვითად.   

45

დამატებულია კალათაში

შეკვეთა

ოდაბანის ხელის ლოსიონი გამოიყენება ხელის გულების ჭარბი ოფლიანობის დროს!

AQUA,ALUMIN CHLORIDE,ISOPROPYL MYRISTATE,BUTYLENE GLYCOL,PERSEA GRATISSIMA OIL,CETYL PEG/PPG-10/1 DOMETHICONE,CERA ALBA,POLYGLYCERY;-4 ISOSTEARATE,HYDROGENATED CASTOR OIL,SODIUM CHLORIDE,TOCOPHEROL.PARFUM.

ოდაბანის ხელის ლოსიონი გამოიყენეთ ძალიან მცირე რაოდენობით! შეიზილეთ ხელის გულებზე და თითის ბალიშებზე, სანამ კარგად არ შეგაშრებათ.გამოიყენება ყოველდღიურად, დღეში 3-4 -ჯერ (საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მეტჯერ გამოყენება). ოფლის გამოყოფის შემცირება ხდება მკურნალობიდან მეორე ან რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ ამ შედეგის მიღებას შესაძლოა დაჭირდეს რამდენიმე კვირა. ოფლის გამოყოფის შემცირების შემდეგ ლოსიონი გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.

არ დაუშვათ ლოსიონის მოხვედრა თვალებსა და პირში, შეინახეთ გრილ და ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ გაჭრილ და გაღიზიანებულ კანზე.

ხელის  გულების ჭრაბი ოფლიანობა უფრო რთულად ემორჩილება მკურნალობას, ვიდრე სხეულის სხვა მიდამოები, ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა შემდეგი კომბინაცია  - ოდაბან ხელის ლოსიონი დღის განმავლობაში + ოდაბან სპრეი რომელიც გამოიყენება ღამე ძილის წინ. ოდაბან სპრეი  ხელის გულების შემთხვევაში თავიდან გამოიყენება ყოველ ღამე (არაუმეტეს 15 გამოყენება) , შედეგის მიღების შემდეგ  მისი  მოხმარების სიხშირე უნდა შემცირდეს საჭიროებისამებრ:  კვირაში 2-ჯერ, 1-ხელ ან კიდევ უფრო იშვითად