ოდაბანის ისტორია

ODABAN-ის ისტორია დაიწყო დიდ ბრიტანეთში. 48 წლის წინ ერთ-ერთ ლაბორატორიაში, სადაც ჯეფ ბრეისი დაეხმარა თანამშრომელს ჭარბ ოფლიანობის პრობლემის გადაჭრაში. დაახლოებით ექვს თვიანი კვლევისა და ერთობლივი მუშაობის შემდეგ მან შექმნა ხსნარი, რომელმაც საბოლოოდ გადაჭრა ოფლიანობის პრობლემა. ეს ხსნარი გახდა მომავალში არამარტო ბრიტანეთში, არამედ მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ანტიპერსპირანტი. 1970 წლიდან, როდესაც გამოჩნდა ოდაბანი, დამტკიცებულ იქნა, რომ სწორედ ეს ანტიპერსპირანტი იქნება ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალება სხვადასხვა ლოკალიზაციის, ჭარბ ოფლიანობასთან ბრძოლაში. უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ათასობით ადამიანმა ღირსეულად შეაფასა ოდაბანის გამოყენების ეფექტი.

 ოდაბანის გამოყენების შემდეგ ხდება ოფლის გამოყოფის რეგულირება, რადიოიზოტოპურმა მეთოდებმა აჩვენა, რომ ოდაბანის აქტიური კომპონენტები არ არღვევენ საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას. პრეპარატის მოქმედებას საფუძველად უდევს ოფლის გამომტან სადინრებზე გარეგანი საცობის წარმოქმნა, რის შედეგადაც "პრობლემური" ზონა რჩება მშრალი, ხოლო ოფლის ის რაოდენობა რაც უნდა გამოიყოს დღე-ღამის განმავლობაში, გამოიყოფა შარდის საშუალებით.